ევროთასზე შერმადინისა და სანიკიძის "სარაგოსას" მეტოქეების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ესპანური "სარაგოსას" მეტოქეები ცნობილია. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდი P ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ხორვატიული "ცედევიტა", თურქული "ბეშიქთაში" და ლიტვური "ლიეტუვოს რიტასი" ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე სარაგოსელებმა 10-დან 6 შეხვედრა მოიგეს და ფრანგულ "გრაველინსა" და გერმანულ "ალბასთან" ერთად მეორე ეტაპზე გავიდნენ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფიდან გასულ 24 გუნდს ევროლიგის ჯგუფებში ჩარჩენილი 8 გუნდი დაემატა და 32 კლუბი შეიკრა, რომლებიც 8 ჯგუფში, 4-4-ად გადანაწილდნენ.

მეორე ჯგუფური ეტაპი 2 წრედ ჩატარდება. გამართული 6 ტურის გათვალისწინებით,
მომდევნო ეტაპზე ჯგუფებში I და II ადგილებზე გასული გუნდები გავლენ. ევროთასის მოსაპოვებლად ბრძოლას 16 გუნდი მერვედფინალიდან განაგრძობს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული