ვიქტორ სანიკიძემ "სარაგოსას" "უნიკახასთან" საამაყო გამარჯვება მოაპოვებინა

AutoSharing Option
ქართველების "სარაგოსამ" ესპანეთის პრიმერადივიზიონში საამაყო გამარჯვება მოიპოვა.

მართალია, გიორგი შერმადინს არ უთამაშია, თუმცა "სარაგოსას" მეორე ქართველი - ვიქტორ სანიკიძე მოედანზე იყო და მატჩის საუკეთესო შედეგიც აჩვენა. შესაბამისად, სანიკიძემ თანაგუნდელთაგან ყველაზე დიდი წილი დაიდო "უნიკახასთან" სტუმრად გამარჯვებაში.

"უნიკახა" ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ესპანეთის ჩემპიონატში კი 11 მატჩიდან 7 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული - ასეთი წარმატებული გუნდი "სარაგოსას" მალაგაში მასპინძლობდა და ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა არაგონელებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და საწადელიც აისრულეს - 76:67.

სანიკიძემ 23.43 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 12 ქულა, 7
მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

* * *
გამარჯვება მოიპოვა ესპანური პრიმერადივიზიონში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის "კახასოლმაც". სევილიელებმა "ბრუხიას" უმასპინძლეს და იოლად - 78:60 დაამარცხეს.

ქართველმა ფორვრდმა 3 წუთი ითამაშა და ერთადერთი ჯარიმის მიღება მოასწრო.

"კახასოლი" და "სარაგოსა" თანაბრად სვლას კვლავ განაგრძობენ. ორივე მათგანს 6-6 მოგებ-წაგება აქვს და პრიმერადივიზიონში 8-9 ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, რომელიც ბოლო იქნება მიმდინარე წელს, 29 დეკემბერს "კახასოლი" "ვალენსიას" უმასპინძლებს, "სარაგოსა" კი 30-ში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული