მართალია, გიორგი შერმადინს არ უთამაშია, თუმცა "სარაგოსას" მეორე ქართველი - ვიქტორ სანიკიძე მოედანზე იყო და მატჩის საუკეთესო შედეგიც აჩვენა. შესაბამისად, სანიკიძემ თანაგუნდელთაგან ყველაზე დიდი წილი დაიდო "უნიკახასთან" სტუმრად გამარჯვებაში.
"უნიკახა" ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ესპანეთის ჩემპიონატში კი 11 მატჩიდან 7 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული - ასეთი წარმატებული გუნდი "სარაგოსას" მალაგაში მასპინძლობდა და ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა არაგონელებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და საწადელიც აისრულეს - 76:67.
სანიკიძემ 23.43 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 12 ქულა, 7
ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
* * *
გამარჯვება მოიპოვა ესპანური პრიმერადივიზიონში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის "კახასოლმაც". სევილიელებმა "ბრუხიას" უმასპინძლეს და იოლად - 78:60 დაამარცხეს. ქართველმა ფორვრდმა 3 წუთი ითამაშა და ერთადერთი ჯარიმის მიღება მოასწრო.
"კახასოლი" და "სარაგოსა" თანაბრად სვლას კვლავ განაგრძობენ. ორივე მათგანს 6-6 მოგებ-წაგება აქვს და პრიმერადივიზიონში 8-9 ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, რომელიც ბოლო იქნება მიმდინარე წელს, 29 დეკემბერს "კახასოლი" "ვალენსიას" უმასპინძლებს, "სარაგოსა" კი 30-ში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება.
წყარო: www.gbf.ge