ქართველი კალათბურთელები ესპანეთში იგებენ

AutoSharing Option
წარმატებული გამოდგა ესპანეთში მოთამაშე ქართველებისთვის იქაური ჩემპიონატის მორიგი ტური.

გაიმარჯვა როგორც ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის "სარაგოსამ", ასევე ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა".

არაგონელებმა სტუმრად, მალაგაში "უნიკახა" 76:67 დაამარცხეს. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც "სარაგოსამ" მეტოქეზე ორჯერ უკეთესად ჩაატარა და 28:17 მოიგო.

გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც 23 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველი ფორვარდი მაღალი შედეგიანობით გამოირჩა: 4-4 ორქულიანი და საჯარიმო, 2 სამიანი სტყორცნა და მხოლოდ თითო ტყორცნა გაუცუდდა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი
შერმადინს, რომელსაც ზურგი აწუხებს. ესპანური პრესის თქმით, მომდევნო მატჩში, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გიორგი შესაძლოა "სარაგოსას" დაუბრუნდეს, თუმცა ამას გადაჭრით მაინც ვერ ამბობენ. ეს მატჩი 30 დეკემბერს გაიმართება და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

"კახასოლმა" ბოლო ტურში "მანრესას" უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 78:60.
მწვრთნელმა ალბერტო გარსია რენესესმა ბექა ბურჯანაძე 3 წუთით ათამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული