გიორგი შერმადინის ზედიზედ მეორე დუბლი "სარაგოსაში"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მე-8 მატჩი მოიგო გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ".

არაგონელების გამარჯვება იმითაცაა ფასეული, რომ სტუმრად, მადრიდში იქნა მიღწეული, ვიქტორის ყოფილ კლუბ "ესტუდიანტესთან" - 89:62.

პირველივე წუთებზე სარაგოსელები 10:0 დაწინაურდნენ. 10-დან 5 ქულა შერმადინის ანგარიშზე იყო, ხოლო პირველი ტაიმის დასასრულისთვის გიორგის უკვე ორმაგი დუბლი ჰქონდა გაფორმებული. მისი საბოლოო მონაგარი ასეთი იყო: 12 ქულა, 11 მოხსნა 25 წუთში.

სანიკიძეც "სარაგოსას" სასტარტო ხუთეულში გახლდათ, 26 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

* * *

ამავე ტურში ბექა
ბურჯანაძის "კახასოლმა" "მონბუსი" მიიღო და 80:71 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 8 წუთში ბურთი ერთხელ მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული