არაგონელების გამარჯვება იმითაცაა ფასეული, რომ სტუმრად, მადრიდში იქნა მიღწეული, ვიქტორის ყოფილ კლუბ "ესტუდიანტესთან" - 89:62.
პირველივე წუთებზე სარაგოსელები 10:0 დაწინაურდნენ. 10-დან 5 ქულა შერმადინის ანგარიშზე იყო, ხოლო პირველი ტაიმის დასასრულისთვის გიორგის უკვე ორმაგი დუბლი ჰქონდა გაფორმებული. მისი საბოლოო მონაგარი ასეთი იყო: 12 ქულა, 11 მოხსნა 25 წუთში.
სანიკიძეც "სარაგოსას" სასტარტო ხუთეულში გახლდათ, 26 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.
* * *
ამავე ტურში ბექა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"