თორნიკე შენგელია: ნაკრებში 23 ნომერი მაქვს და "ბულსშიც" სიამოვნებით ჩავიცვამდი

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინიდან" "ჩიკაგოში" გადასვლის დეტალებზე უკვე წაიკითხავდით; ასევე - მისი აგენტის, ლევან მიქელაძის საუბარს; აქ კი თავად თორნიკეს მოვუსმინოთ, რომელსაც 19 იანვარს ამერიკაში შევეხმიანეთ.

- ჩიკაგოში სამშაბათს გავემგზავრები. ვფიქრობ, იმავე დღეს მომიწევს გუნდთან შეხვედრა და სავარაუდოდ, ვარჯიშიც.

- ნებისმიერ ტრანსფერს ახლავს დადებითი და უარყოფითი ნიუანსები. ამ შემთხვევაში დადებითი უნდა ჭარბობდეს...
- ნამდვილად კარგია, რომ "ჩიკაგო" გამოჩნდა. ამ გუნდისადმი თავიდანვე სიმპათიით ვიყავი განწყობილი და მიმაჩნია, რომ სათამაშო სტილითაც, ვარჯიშების სისტემითაც სწორედ ისაა, სადაც არ უნდა გამიჭირდეს.

იმედი მაქვს, "ჩიკაგო ბულსს"
კარგად შევეწყობი და სწორედ ჩემზე იქნება დამოკიდებული, თამაშებში რა ფუნქცია დამეკისრება.

- "ბრუკლინთან" შედარებით, "ჩიკაგოში" ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენცია არ არის.
- "ნეთსში" მართლაც რთული იყო გამოცდილი ფორვარდების კონკურენციის დაძლევა. "ბულსშიც", რა თქმა უნდა, არის 3-4 კარგი ფორვარდი, როგორც მესამე ნომრის, ასევე მეოთხის ამპლუაში. მეც ამ ორ პოზიციაზე მომიწევს თამაში და ვიმედოვნებ, გუნდს მალე შევეწყობი.

- "ბრუკლინის" დატოვების გამო გული ხომ არ გწყდება?
- აქ წელიწადნახევარი გავატარე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ბევრს დავუახლოვდი და ამ მხრივ, მართლაც მენანება ბრუკლინის დატოვება. საპირისპიროდ, ნამდვილად არ ვნანობ გუნდთან განშორებას, როცა ვიხსენებ, რომ თამაში იშვიათად მიწევდა.

- ზაზა ფაჩულიასთანაც ახლოს იქნები - მილუოკი და ჩიკაგო ხომ მეზობელი ქალაქებია.
- ზაზამ რომ გაიგო, "ჩიკაგოში" გადავდიოდი, გაუხარდა, ხშირად შევხვდებითო. თუ თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, ერთმანეთს ტრიბუნებიდანაც ვუქომაგებთ.

- ახალი გუნდის წარმომადგენლებთან მაისურის ნომერზე ხომ არ გისაუბრია?
- ჯერ არა. საქართველოს ნაკრებში 23-ე ნომრად ვთამაშობ და "ბულსშიც" სიამოვნებით ჩავიცვამდი, მაგრამ... რაც შეეხება მე-20 ნომერს, უკვე დაკავებულია. ასე რომ, ახალი ნომრის არჩევა მომიწევს.

- "ბრუკლინმა" ბოლო შეხვედრა ლონდონში ჩაატარა. 8 წუთი ითამაშე და "ატლანტა" 127:110 დაამარცხეთ.
- ვფიქრობ, NBA-ს თუნდაც ერთი მატჩის ევროპის კონტინენტზე გადმოტანა კალათბურთის განვითარების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია.

გუნდებს ქომაგები ამერიკიდანაც ჩამოჰყვნენ, მათ ევროპელებიც დაემატნენ და ძალიან კარგი სანახაობა გამოვიდა. დადებითი მომენტი იყო ისიც, რომ ლონდონში 5 დღე გავატარეთ და ქალაქის დათვალიერება კარგად მოვასწარით.

- "ჩელსის" ბაზაზე სხვა ბრუკლინელებთან ერთად შენც ლურჯი მაისურა დაგახვედრეს, წარწერით - შენგელია.
- ესპანეთში "ბარსელონას" ვქომაგობ, ინგლისში - "ჩელსის". გუნდის მუზეუმისა და ბაზის დათვალიერება ძალიან საინტერესო იყო. "ჩელსის" მაისურა კი ჩემს სახლში საპატიო ადგილს დაიჭერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შენგელიას აგენტი: ყველაფერი თავად თორნიკეზეა დამოკიდებული

თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" - იქ, სადაც ჯორდანი თამაშობდა
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩელსიც და ბრუკლინიც რუსული კეგბეს ფინანსური ფრთის ვითომ მილიარდერების ,სინამდვილეში კი კრემლის " უჩინარისმუშაკების"გუნდებია და მოსკოვის ინტერესებს ემსახურებიან.ქართველებო ნუ წქამოვეგებით რუსულ ანკესს და ნუ ვითამაშებთ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.ვექაელბერგი,ფროხოროვი,აბრამოვიჩი, დერიფასკა.....და ვითომ ვიტესის მფლბელიც კი ჟორდანია მოსკოვის ქართველი ვითომ ოლიგარქებიც,კრემლის ფულებზე ცეკვავდენ და ცეკვავენ,გავიხედოთ ცოტა შორს და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება.გვერჩივნოს თავის უფლება რუსულ მყრალ რუბლებს წერეთლებო,ბოკერია კანდელაკ შევარდნაძე სოფოებო და ქეთა,თამრიკო სტურუებო!
aqmilahvari
16:26 20-01-2014
0
ექიმს მიაკითხო ჯობია ))
aqmilahvari-s
17:56 20-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული