შერმადინი და სანიკიძე "სარაგოსას" ისტორიას წერენ

AutoSharing Option
ესპანურმა "სარაგოსამ" ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ევროტურნირების მეორე ეტაპზე, ამ შემთხვევაში - ევროთასზე.

არაგონელებმა ლიტვის "რიტასს" უმასპინძლეს და, შეიძლება ითქვას, შეარცხვინეს - 94:60.

გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში 11-ქულიანი წვლილი შეიტანა, რასაც 21 წუთში 5 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მიამატა. ვიქტორ სანიკიძემ კი 4-4 ქულა-მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა.

სადღეისოდ, "სარაგოსას" ერთი გამარჯვების წილ ორი წაგება აქვს და პლეი ოფში გასასვლელად დარჩენილ სამ მატჩში დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული