არაგონელებმა ლიტვის "რიტასს" უმასპინძლეს და, შეიძლება ითქვას, შეარცხვინეს - 94:60.
გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში 11-ქულიანი წვლილი შეიტანა, რასაც 21 წუთში 5 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მიამატა. ვიქტორ სანიკიძემ კი 4-4 ქულა-მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა.
სადღეისოდ, "სარაგოსას" ერთი გამარჯვების წილ ორი წაგება აქვს და პლეი ოფში გასასვლელად დარჩენილ სამ მატჩში დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"