სანიკიძემ და შერმადინმა "სარაგოსას" მაისურით რეკორდი დაამყარეს

AutoSharing Option
გასულ კვირას "ლელოს" პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ასეთ სათაურს შეხვდებოდით: "გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე "სარაგოსას" ისტორიას წერენ".

შაბათს მათ ახალი ფურცელი გადაშალეს - "მურსიასთან" საშინაო მატჩში, მესამე პერიოდში 38:11 იმარჯვეს (+27), რაც სარეკორდო მაჩვენებლებში მეორე შედეგი აღმოჩნდა.

ბოლო წლებში ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 29 ქულის სხვაობით ერთი პერიოდი "გრანადას" ("ხუვენტუდთან") აქვს მოგებული (2010-11 წლების სეზონში).

ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, რომ მესამე ათწუთეულში 27-ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ "სარაგოსამ" "მურსია" საბოლოოდაც რომ დაამარცხა.

საფინალო ანგარიში ასეთი იყო - 103:67.

ალბათ, აღარც ის
უნდა გაგვიკვირდეს, არაგონელთა წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ქართულ დუეტს რომ მიუძღვის, თუმცა ერთ რეკორდზე მაინც გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას - "სარაგოსას" მაისურით ვიქტორმა და გიორგიმ ერთობლივად ჩაგდებული ქულების რეკორდი სწორედ "მურსიასთან" დაამყარეს. მათ ჯამში 36 ქულა მოაგროვეს.

ვიქტორ სანიკიძე: 26 წუთი, 19 ქულა (7/3 ორქულიანი, 4/3 სამიანი, 4/4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება, მქკ - 21.

გიორგი შერმადინი: 23 წუთი, 17 ქულა (8/6 ორქულიანი, 6/5 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი, მქკ - 22.

ქართულ-არაგონულ დუეტს 28 იანვარს ევროთასზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის ევროთასის მეორე ეტაპზე - ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში "რიტასს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული