დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ სწორედ ასეთი ანგარიშით დათმო საქართველოს ნაკრებმა სლოვენიასთან 2011 წლის ევრობასკეტზე. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ეს მაშინაც ლიტვაში მოხდა.
წლევანდელ ევროთასზე "სარაგოსასა" და "რიტასის" პირველი დაპირისპირება ესპანეთში მასპინძელთა 34-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და თუ ჯგუფური ეტაპის დასრულებისას ორივე გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდება, ჩაგდებული ბურთების მაჩვენებლით უპირატესობა "სარაგოსას" მიენიჭება.
თუმცაღა, სანიკიძე-შერმადინსა და მათ თანაგუნდელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ოთხგუნდიან ჯგუფში
დავუბრუნდეთ ვილნიუსურ თამაშს, რომელშიც გიორგი შერმადინმა 23 წუთი ითამაშა, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ - 12. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 6 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მიამატა. ვიქტორმა მატჩი 4 ქულით (3-დან 2 ორქულიანი) და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
"სარაგოსას" ევროთასზე უახლოესი შეხვედრა 12 თებერვალს ელის, "ცედევიტას" ეწვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"