ორთვიანი უქმობა დასრულდა: ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებისა და "მილუოკი ბაქსის" ცენტრმა გასული წლის 4 დეკემბერს, "დეტროიტთან" ფეხის ტრავმა მიიღო და მას მერე რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

ფაჩულიამ დღეს, გამთენიისას, მემფისში ითამაშა, სადაც მისი გუნდი 90:99 დამარცხდა. ზაზამ მოედანზე 12:26 წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. მილუოკელთა ძირითადმა ცენტრმა ლარი სანდერსმა 10 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

"მილუოკი", რომელსაც 8 მოგების წილ 39 მარცხი
აქვს და ლიგაში უცუდეს შედეგს ფლობს, მომდევნო მატჩს 3 თებერვალს შინ, "ნიუ იორკთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული