შერმადინის 14 და სანიკიძის 8 ქულა: "სარაგოსამ" "ბილბაო" გაანადგურა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სარაგოსელებმა "ბილბაოს" უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად - 88:72 დაამარცხეს.

არაგონული გუნდის გამარჯვებაში ქართველების წვლილი უდიდესია. შერმადინი, საერთო სარგებლიანობით, სარაგოსელთა შორის მეორე იყო პედრო ლომპარდის შემდეგ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 21 წუთი დასჭირდა 14 ქულის მოსაგროვებლად.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე, 14 ქულასთან ერთად, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

ვიქტორ სანიკიძეც სასტარტოში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ვიქტორმა
3-დან 3 ორქულიანი და 7-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად, სანიკიძემ 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

"სარაგოსაში" საუკეთესო შედეგი, როგორც ვთქვით, პედრო ლომპარდის ჰქონდა - 16 ქულა და 6 პასი. ბილბაოელთაგან კი საუკეთესოები ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრები - ხერმან გაბრიელი (19 ქულა) და ალექს მუმბრუ (11) გახლდნენ.

"სარაგოსას" 10 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ამ შედეგით მე-6 ადგილზეა გამაგრებული. პრიმერადივიზიონში მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 16 თებერვალს, სტუმრად "ტენერიფესთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული