შერმადინისა და სანიკიძის "სარაგოსამ" ზაგრებში ევროთასის მატჩი მოიგო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" ევროთასზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

სარაგოსელებს ზაგრებში ხორვატიულ "ცედევიტასთან" რომ წაეგოთ, გასვლის შანსს კარგავდნენ, თუმცა დაძაბული შეხვედრა 77:74 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა სასტარტო ხუთეულში, 22,21 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება სანიკიძეს, ის ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზეც მხოლოდ 13.15 წუთი გაატარა. სანიკიძემ შეხვედრა უქულოდ, 2 მოხსნით დაასრულა.

"სარაგოსას" 2
მოგება და 3 წაგება აქვს და გავა თუ არა ჯგუფიდან, ბოლო ტურში გაირკვევა.

ქართველების გუნდი 19 თებერვალს თურქულ "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს, თუმცა არანაკლებ დამოკიდებული იქნება ჯგუფიდან მეორე შეხვედრის შედეგზე, რომელშიც "ლიეტუვის რიტასი" "ცედევიტას" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული