სარაგოსელებს ზაგრებში ხორვატიულ "ცედევიტასთან" რომ წაეგოთ, გასვლის შანსს კარგავდნენ, თუმცა დაძაბული შეხვედრა 77:74 მოიგეს.
გიორგი შერმადინმა სასტარტო ხუთეულში, 22,21 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება სანიკიძეს, ის ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზეც მხოლოდ 13.15 წუთი გაატარა. სანიკიძემ შეხვედრა უქულოდ, 2 მოხსნით დაასრულა.
"სარაგოსას" 2
ქართველების გუნდი 19 თებერვალს თურქულ "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს, თუმცა არანაკლებ დამოკიდებული იქნება ჯგუფიდან მეორე შეხვედრის შედეგზე, რომელშიც "ლიეტუვის რიტასი" "ცედევიტას" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge