სანიკიძისა და შერმადინის "სარაგოსამ" ესპანეთში "იბეროსტარი" დაამარცხა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის "სარაგოსამ" ესპანეთის ჩემპიონატში ფასეული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, ტენერიფეს "იბეროსტარი" 78:75 დაამარცხა.

ვიქტორმა 12 წუთში 3-3 მოხსნა-პასი მიითვალა, ხოლო შერმადინს არ უთამაშია. ამის მიზეზად კუჭთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.

შესაძლოა, შერმადინის დასვენება და სანიკიძის ნაკლებად დატვირთვა "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრია, არაგონელებს ხომ ოთხშაბათს ევროთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ელით თურქულ "ბეშიქთაშთან".

7-ზე მეტი ქულის სხვაობით მოგების შემთხვევაში, "სარაგოსა" პლეი ოფის საგზურს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული