საქართველოს ნაკრების კაპიტანი მილუოკელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, მთლიანობაში, 23,41 წუთი გაატარა.
ზაზამ თამაშიდან 5-ჯერ შეუტია და მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 4-დან 3 საჯარიმო მოაყოლა და მთლიანობაში, 5 ქულა დააგროვა. ამასთან, ფაჩულიას 3 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
ზაზას დენვერელმა ოპონენტმა, ჯეიჯეი ჰიკსონმა 29 წუთი ითამაშა და 14 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა. დენვერელთა
რაც შეეხებათ მილუოკელებს, ერსან ელიასოვამ 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო კერონ ბატლერმა თავისიანებს 17 ქულა მიაშველა.
10 მოგება და 44 მარცხი - ასეთია ნბა-ში ბოლო ადგილზე მყოფი გუნდის მონაგარი, რომელიც მორიგ მატჩში ლიგის ლიდერ "ინდიანას" დაუპირისპირდება. მატჩი 23 თებერვალს, გამთენიისას, მილუოკიში გაიმართება.
წყარო: gbf.ge