ზაზა ფაჩულიას "ინდიანასთან" ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიდერ "ინდიანას" უმასპინძლა და ბრძოლაში - 100:110 დამარცხდა.

"მილუოკის" ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითააშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ფაჩულიამ მოედანზე ზუსტად 27 წუთი გაატარა, მას ძირითადად ინდიანელთა ცენტრ როი ჰიბერტისთან უძევდა პაექრობა. ჰიბერტმა შეხვედრა 4 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინდიანელთა თავდამსხმელმა დევიდ ვესტმა გაილაღა, რომელმაც მილუოკელებს 30 ქულა ჩაუგდო.

ფაჩულიამ ქულების უმეტესობა საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 10 საჯარიმოდან კი კალათში 8 მოათავსა და მთლიანობაში
10 ქულა მოიპოვა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

"მილუოკის" 10 მოგების წილ 44 წაგება აქვს და ამ გუნდის საპლეიოფო ამბიციები დასრულებულია.

მომდევნო მატჩი მილუოკელებს 24 თებერვალს, ფილადელფიაში, ადგილობრივ "სიქსერსთან" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული