მილუოკელებმა ფილადელფიაში "სიქსერსი" დაიბრიყვეს და მთელი 20 ქულით მოუგეს - თან მეტოქეს მთელი 130 ქულა ჩაუგდეს. "ხარირმებმა" მეტოქე მეორე მეოთხედში გატეხეს, რომელიც 43:16 მოიგეს და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვებაც გაიფორმეს - 130:110.
"ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც 130 ქულას აგდებს. დღეს, უბრალოდ, ძალიან კარგი საღამო იყო" - აღნიშნა ნამატჩევს მილუოკელთა თავკაცმა ლარი დრიუმ. ფილადელფიელთა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა კი თქვა: "ეს იყო ჩვენი ექსტრაორდინარულად ცუდი თამაში".
სამწუხარო ისაა, რომ 130 ქულიდან ქართველი კალათბურთელის
ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე 18,13 წუთი იმყოფებოდა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 ქულას 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
მილუოკელთაგან 25 ქულით ბომბარდირი ოჯეი მაიო გახდა, ერსან ელიასოვამ კი 20 მიითვალა.
45 წაგების მქონე "მილუოკისთვის" ეს გახლდათ მე-11 გამარჯვება. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 27 თებერვალს, NBA-ს ლიდერთაგან "ინდიანასთან" ინდიანაპოლისში ელის.
წყარო: gbf.ge