ზაზა ფაჩულიამ "ფინიქსს" 7 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" საკუთარ მოედანზე "ფინიქს სანსთან" ანგარიშით 96:102 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23.57 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 7 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა; ამასთან ერთად, ბურთი 6-ჯერ დაკარგა.

"ფინიქსთან" მარცხის შემდეგ "მილუოკის" მოგება-წაგების რაოდენობა გაუტოლდა (18-18), თუმცა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული