ეს ერთგვარი აქციაა, რომელიც კალათბურთის პოპულარიზაციას ემსახურება. როგორც იტყობინებიან, 15 იანვარს, ლონდონში "მილუოკი ბაქსისა" და "ნიუ იორკ ნიქსის" მატჩზე დასასწრებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ კალათბურთის გულშემატკივრები.
ზაზა ფაჩულიასა და კარმელო ენტონის თანაგუნდელები უკვე ბრიტანეთის დედაქალაქში არიან, ღირსშესანიშნაობებსაც ათვალიერებენ და მატჩისთვისაც ემზადებიან. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 15 იანვარს. საათი ღამის 12-ს რომ ჩამოჰკრავს, მოედანზე "მილუოკი" და "ნიუ იორკი" გამოვლენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"