ზაზა ფაჩულია: მადლობა ლონდონს, მე აქ ისევ დავბრუნდები!

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლონდონურ მატჩში ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი მიითვალა "ნიუ იორკ ნიკსის" წინააღმდეგ. ზაზამ 11 ქულას 14 მოხსნა და 5 პასი დაამატა.


თამაშის მერე მატჩის ერთ-ერთი გმირი ამერიკასა და ბრიტანეთს შორის დროის სხვაობაზე ლაპარაკობდა:

"ასეთ სიტუაციაში ადრე არ ვყოფილვარ. როცა ამერიკიდან საქართველოში ვბრუნდები ხოლმე, ლამის ერთთვიანი დასვენება მჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენი გუნდის გრაფიკი დაგვეხმარა, კვირაში ერთი თამაში გვიწევდა. ასე რომ, 6-საათიანი სხვაობა დროში იოლად გადავლახეთ", - განაცხადა ფაჩულიამ.

მატჩის შემდეგ ზაზამ
"ტვიტერზე" შემდეგი დაწერა: "მადლობა დიდ ბრიტანეთს, მადლობა ლონდონს. მე ისევ დავბრუნდები აქ".

ამასობაში hardwoodparoxysm.com-ი წერს, რომ "მილუოკის" ცენტრები, ზაზა ფაჩულია და ჯონ ჰენსონი "მიათრევენ".

"მას მერე, რაც სენდერსის ადგილი დაიჭირა სასტარტოში, ზაზას ეფექტურობა გაიზარდა შეტევაში. ეს კი, ძირითადად, საშუალო მანძილიდან სროლების გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა. ბოლოს ის ამ მანძილიდან 50%-იანი სიზუსტით ისვრის, გასულ სეზონში ზაზას ეს მაჩვენებელი 45% იყო.

სროლის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ის ისევ მაგარია მეტოქის ფარზე, სადაც საშუალოდ თამაშში 3 მოხსნას იღებს. ეს კი ლიგაში ამ მაჩვენებლებით საუკეთესოების, ლამარკუს ოლდრიჯის, ომერ აშიკის და სერჟ იბაკას მაჩვენებლებს სჯობს წუთობრივად", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველოს სიამაყეა შეიძლება ითქვას!
ბმბ
14:35 17-01-2015
0
Shen genacvale kacuro kaco, gvimravlos gmertma eseti elchebi
jariskaci
21:32 16-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული