თამაშის მერე მატჩის ერთ-ერთი გმირი ამერიკასა და ბრიტანეთს შორის დროის სხვაობაზე ლაპარაკობდა:
"ასეთ სიტუაციაში ადრე არ ვყოფილვარ. როცა ამერიკიდან საქართველოში ვბრუნდები ხოლმე, ლამის ერთთვიანი დასვენება მჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენი გუნდის გრაფიკი დაგვეხმარა, კვირაში ერთი თამაში გვიწევდა. ასე რომ, 6-საათიანი სხვაობა დროში იოლად გადავლახეთ", - განაცხადა ფაჩულიამ.
მატჩის შემდეგ ზაზამ
ამასობაში hardwoodparoxysm.com-ი წერს, რომ "მილუოკის" ცენტრები, ზაზა ფაჩულია და ჯონ ჰენსონი "მიათრევენ".
"მას მერე, რაც სენდერსის ადგილი დაიჭირა სასტარტოში, ზაზას ეფექტურობა გაიზარდა შეტევაში. ეს კი, ძირითადად, საშუალო მანძილიდან სროლების გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა. ბოლოს ის ამ მანძილიდან 50%-იანი სიზუსტით ისვრის, გასულ სეზონში ზაზას ეს მაჩვენებელი 45% იყო.
სროლის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ის ისევ მაგარია მეტოქის ფარზე, სადაც საშუალოდ თამაშში 3 მოხსნას იღებს. ეს კი ლიგაში ამ მაჩვენებლებით საუკეთესოების, ლამარკუს ოლდრიჯის, ომერ აშიკის და სერჟ იბაკას მაჩვენებლებს სჯობს წუთობრივად", - წერს საიტი.