ზაზა ფაჩულიას "იუტასთან" მატჩის გმირობამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" დასანანი მარცხი განიცადა. ქართველი ცენტრის გუნდმა შინ 2 ქულით წააგო "იუტა ჯაზთან".

ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა შანსი ჰქონდა, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მატჩის ბოლო წამზე, სირენის თანხლებით დამატებული ბურთი კალათში არ ჩაეშვა და საბოლოო შედეგი - 99:101 დაფიქსირდა.

ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა: 2 ქულით ჩამორჩენილი "მილუოკი" ბოლო შეტევაზე გადავიდა და საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამათანაბრებელი ორქულიანი ბრენდონ ნაითმა საჯარიმო ხაზის ცოტა ზემოდან ესროლა. ორქულიანი მიზანს ასცდა და ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულდა, თუმცა ასხლეტილ ბურთს ფარიდან დაახლოებით 2
მეტრში ფაჩულიას ხელი მისწვდა და რაკი მისი დაჭერის დრო აღარ იყო, ერთი შეხებით ფარისკენ მიაბრუნა. ბურთი რკალს მოხვდა, ზემოთ ავარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კალათში არ ჩაეშვა.

ფაჩულია მილუოკელთაგან ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ყველა თანაგუნდელზე მეტხანს - 31 წუთი გაჩერდა.

ქართველმა ცენტრმა 14-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად, მან 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

საინტერესოა, რომ ფაჩულიამ მეტოქის ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა და ეს მისი ამ სეზონის რეკორდია. აქვე ვთქვათ, რომ ზაზას კარიერის რეკორდი მთლიან მოხსნებში სწორედ "იუტასთან" დაფიქსირდა 2012 წლის 25 მარტს, როცა ქართველმა ცენტრმა 20 მოხსნა დააგროვა.

"მილუოკიმ" წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი განიცადა და 20-20 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. მე-5-ზე მყოფ "კლივლენდს" 23 მოგება და 20 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს "მილუოკი" 24 იანვარს, შინ "დეტროიტთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზამ თამაში ვერ ისწავლა ამდენი ხანია
0
ერთი კომენტარი და ისიც იდიოტური!!! რა საცოდაობაა
გრიშა
20:45 23-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული