საქართველოს ნაკრების ფორვარდი "ნიჟნი ნოვგოროდში" გასული წლის ნოემბერში გადავიდა. ლევანი გუნდს ევროლიგის ტოპ-16-ში შეღწევასა და ვითიბი ლიგის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრებაში დაეხმარა.
"მადლობა ლევანს, ჩვენთან ერთად გაწეული სამსახურისთვის. ვფიქრობ, ის ბევრ თამაშში დაგვეხმარა, სათადარიგოთა სკამიდან ავსებდა გუნდს ენერგიით, ზრუნავდა დაცვაზე. მაგრამ სეზონის დასკვნით სტადიაში ჩვენ შეტევაში უფრო მდიდარი არსენალის მქონე მოთამაშეები გვჭირდება.
ლევანს შემდგომ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ", - თქვა "ნიჟნი ნოვგოროდის"