გიორგი შერმადინისა და ჯეიკობ პულენისთვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
27 მაისს, ღამით, ერთდროულად დაიწყო ორი ქართველი ლეგიონერის მატჩი: ვარშავაში ფეხბურთელ ჯაბა კანკავას "დნიპრო" ევროპალიგის ფინალში "სევილიას" დაუპირისპირდა, ხოლო ვენეციაში კალათბურთელი გიორგი შერმადინის "კანტუ" "უმანა ვენეციას" შეხვდა.

ორივე ჩვენიანის გუნდი ბოლო წუთებზე დამარცხდა. "დნიპრომ" 2:3 რომ წააგო, სხვა სტატიაში დაწვრილებით წაიკითხავთ; აქ "კანტუზე" ვთქვათ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია 2:3 დათმო, გუშინდელ შეხვედრაში კი 73:88 წააგო.

შერმადინმა 22 წუთში 6-6 ქულა-მოხსნა მოაგროვა და ერთი პასიც მიამატა. მატჩის ბომბარდირი 24 ქულით ვენეციელი ფილ გოსი გახდა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ამერიკელ
ჯეიკობ პულენსაც
შერმადინის ბედი ეწია - მისმა "ბრინდისიმ" მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა წააგო სტუმრად "რეჯო ემილიასთან" (62:86) და იტალიის პირველობას მეოთხედფინალიდან გამოეთხოვა.

ჯეიკობმა 36 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ასე და ამგვარად, შერმადინისა და პულენისთვის სეზონი დასრულდა. ივლისიდან საქართველოს ნაკრებთან ერთად უნდა შეუდგნენ ხორვატიისკენ მიმავალ გზას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული