თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე თავისი მწვრთნელის წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებს ევრობასკეტი 2015-ზე ახალი მწვრთნელი ეყოლება. ესპანურ "ვალენსიაში" მომუშავე სპეციალისტმა ველიმირ პერასოვიჩმა ხორვატთა ნაკრების თავკაცის პოსტზე იასმინ რეპეშა შეცვალა. სწორედ ის გამოიყვანს ხორვატებს ევრობასკეტის მატჩზე საქართველოს წინააღმდეგ 10 სექტემბერს.

ახალი ინფორმაციით, ველიმირ პერასოვიჩი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბასკეთს მიაშურებს და "ბასკონიას" ჩაუდგება სათავეში.

სწორედ ამ გუნდში თამაშობდა თორნიკე შენგელია 2014-15 წლების სეზონში და კონტრაქტის მიხედვით, მომავალ წელსაც ბასკეთში უნდა იასპარეზოს.

სადღეისოდ რთულია თქმა, რა შეიცვლება "ბასკონიაში" ახალი სეზონის წინ. ჯერ არც შემადგენლობაზე დაწერილა რამე, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ პერასოვიჩი,
წინამორბედთან შედარებით, უფრო მეტად შეკრავს გუნდს და თორნიკე შენგელიასაც გაეზრდება ფუნქცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული