გიორგი შერმადინი კარიერას ესპანურ "ანდორაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი მომდევნო სეზონში ამ ქვეყნის კლუბის "ანდორას" ღირსებას დაიცავს.

ცნობილი ჟურნალისტის დევიდ პიკის ცნობით, 26 წლის ქართველმა ცენტრმა, რომელიც ბოლოს იტალიური "კანტუს" ღირსებას იცავდა, ესპანურ გუნდთან, რომელმაც წინა სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა, კონტრაქტზე უკვე მოილაპარაკა.

შერმადინს ესპანეთში "სარაგოსაში" უთამაშია, სხვადასხვა დროს კი ის "პანათინაიკოსის", "ოლიმპიაკოსისა" და "მაკაბის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული