გიორგი შერმადინის "ანდორა" ბილბაოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურში გიორგი შერმადინის "ანდორამ" ბასკურ "ბილბაოს" უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით, ანგარიშით 69:79 დამარცხდა.

შეხვედრა თანაბარი იყო, თუმცა ბილბაოელებმა მეოთხე პერიოდში უკეთ ითამაშეს და შინ ორი ქულით წავიდნენ.

სამი ქულა ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც მოედანზე 22 წუთი გაატარა, 5 ორქულიანიდან და 2 საჯარიმოდან თითო გამოიყენა.

მატჩის ბომბარდირი ანდორელი დავიდ ნავარო გახდა - 17 ქულა.

გუშინვე ითამაშა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", რომლის მეტოქეც მადრიდის "ესტუდიანტესი" იყო. ბასკონიელებმა სტუმრად სარკისებური ანგარიშით იმარჯვეს - 85:58. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია შენგელიას, რომელსაც
მუხლის ტრავმა აქვს.

18 ოქტომბერს "ბასკონია" "რიო ნატურას" უმასპინძლებს, ხოლო "ანდორა" "ტენერიფეს" ეწვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული