10 რამ, რაც ზაზა ფაჩულიას შესახებ უნდა იცოდეთ

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა "დალასნიუსმა" საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას შესახებ.

ვფიქრობთ, თარგმანი ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

1. სახელის შეცვლა
ზაზა ფაჩულია თბილისში (საქართველო) 1984 წლის 10 თებერვალს დაიბადა. საბუთებში სახელის გრაფაში ეწერა ზაური, თუმცა შემდეგ ლეგალურად შეიცვალა და ახლა ყველა ზაზად იცნობს.

2. ადრეული წლები
ფაჩულია საქართველოს ნაკრების კაპიტანია, კალათბურთის თამაშიც სამშობლოში დაიწყო. 15 წლისა თურქეთში გადავიდა და "ულქერსპორის" ღირსებას იცავდა. იყო ვარიანტი თურქეთის ნაკრებში თამაშისა, მაგრამ მან საქართველო არჩია.

3. NBA
2003 წლის დრაფტზე "ორლანდო მეჯიქმა" 42-ე ნომრად აირჩია. სადებიუტო სეზონში
NBA-ში 59 მატჩი ჩაატარა. 2004 წელს საგანგებოდ "შარლოტისთვის" მოწყობილ დრაფტზე შარლოტელებმა აიყვანეს და "მილუოკის" დაუთმეს.

4. შინ, ატლანტაში
"ატლანტა ჰოქსმა" 2005 წელს ზაზა ფაჩულია თავისუფალ აგენტთა ბაზარზე აიყვანა. "ქორების" შემადგენლობაში ქართველმა ცენტრმა 8 სეზონი გაატარა. იგი "ჰოქსის" ისტორიაში მეშვიდეა შეტევით მოხსნებში (1247). 2011 წელს, NBA-ს ლოკაუტისას ფაჩულიამ დროებითი კონტრაქტი გააფორმა თურქულ "გალათასარაისთან". "ატლანტას" დეკემბერში დაუბრუნდა.

5. როკი?
2008 წელს ფაჩულიამ მოედანზე "ბოსტონ სელტიქსის" ლიდერ კევინ გარნეტთან იჩხუბა. მას მერე ერთმა ჟურნალისტმა იგი ზაზა "ბალბოად" მონათლა, ფილმ "როკის" მთავარ გმირ სილვესტერ სტალონეს შეადარა.

6. უკან, ბაქსში
2013 წლის 17 ივლისს ფაჩულიამ კონტრაქტი გააფორმა "მილუოკი ბაქსთან". 2015 წლის 20 მარტს სარეკორდო დღე ჰქონდა: 22 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა "ბრუკლინთან" 127:129 წაგებულ მატჩში. 21-დან 18 შეტევითი მოხსნა იყო, რაც სეზონის ტოპ-შედეგი და "მილუოკი ბაქსის" ისტორიული მაჩვენებელი იყო.

7. ოჯახი
ჰყავს მეუღლე თიკა, ორი ვაჟი დავითი და საბა, ასევე უმცროსი გოგონა - მარიამი. ფაჩულიას მეტსახელად Z-საც ეძახიან.

8. მოედნის მიღმა
2012 წელს ფაჩულიამ ბიზნესკლასი გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2009 და 2011 წლებში ჯორჯიის შტატის, ხოლო 2008 წელს "ნოსვესტერნის" უნივერსიტეტში სწავლობდა.

ზაზა აქტიური იყო პოლიტიკურადაც, როცა 2008 წელს რუსეთი მის სამშობლოში შეიჭრა, ამერიკაში ტელევიზიითაც გამოვიდა.

9. კალათბურთის პოპულარიზაციისთვის
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გამოცემა HOOP Magazine-ში მხატვრული რედაქტორის მიმართულებით მუშაობდა. ასევე მონაწილეობდა საზაფხულო ბანაკში სახელწოდებით "კალათბურთი საზღვრებს გარეშე".

10. ფავორიტები
მისი ფავორიტი მსახიობები არიან ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და საშა ბარონ კოენია. კალათბურთის მიღმა ფაჩულია ხშირად უყურებს ჩოგბურთსა და ფეხბურთს. ზაზა იტალიური კლუბის, "მილანის" ფანია. უსმენს Jay-Z-სა და 50 Cent-ს.

მისი ჰობია მოგზაურობა და მოდა. ფავორიტი სატელევიზიო შოუ - Punkd და Chaplles Show. საყვარელი სპორტსმენია მაიკლ ჯორდანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Magari kacia zaza warmatebebi sul
Givi
02:06 18-10-2015
0
ღმერთმა გვიმრავლოს ქართველებს ასეთი შვილები. ძალიან სასიამოვნო და თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიუხედავად იმისა რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენია.
maka
18:26 17-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული