გიორგი შერმადინის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ტენერიფეში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის ბრწყინვალე მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავის კლუბ "ანდორას" გასვლითი მატჩი მოაგებინა. ანდორელებმა ტენერიფეში "იბეროსტარი" დაძაბულ ბრძოლაში - 83:81 დაამარცხეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში ქართველ ცენტრს 2 დაკარგვა ჰქონდა.

გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა და ამ მაჩვენებელში ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ბენიტო გომესს ჩამორჩა, რომელმაც 27 წუთში
21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

ანდორელებს 2 ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვთ, შემდეგ ტურში კი, 25 ოქტომბერს "მანრესას" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული