გიორგი შერმადინის 7 ქულა "ანდორას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის გუნდმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დასანანი მარცხი იწვნია.

"ანდორამ" "მანრესას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 74:77 წააგო. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ანდორელები 3 ქულით იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი პერიოდი 16:21 დათმეს და საბოლოოდ მარცხი განიცადეს.

შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 15:17 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 7 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, მთლიანობაში კი, მარგი ქმედების კოეფიციენტით (12), ანდორელთაგან მე-3 იყო. მასზე მეტი შონ ჯონსმა (28) და ვოიდან სტოიანოვსკიმ (18) მოაგროვეს.

3 ტურის
შემდეგ შერმადინის გუნდს 1 მოგება აქვს და ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ანდორელები 1-ელ ნოემბერს, სტუმრად "ფუენლაბრადასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული