"ანდორამ" "მანრესას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 74:77 წააგო. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ანდორელები 3 ქულით იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი პერიოდი 16:21 დათმეს და საბოლოოდ მარცხი განიცადეს.
შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 15:17 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 7 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, მთლიანობაში კი, მარგი ქმედების კოეფიციენტით (12), ანდორელთაგან მე-3 იყო. მასზე მეტი შონ ჯონსმა (28) და ვოიდან სტოიანოვსკიმ (18) მოაგროვეს.
3 ტურის
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით