გიორგი შერმადინის "ანდორა" სტუმრად დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის გუნდი დაძაბულ ბროლაში სტუმრად ანგარიშით 72:78 დამარცხდა. "ანდორამ" შეხვედრა მადრიდში, "ფუენლაბრადასთან" დათმო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:42 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

4 ტურის შემდეგ შერმადინის გუნდს 3 წაგება და 1 მოგება აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება. ლიგის ერთ-ერთი ლიდერი კი თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩა" შეიქნა, რომელმაც მიჯრით მე-4 გამარჯვება
"გრან კანარიასთან" იზეიმა – 77:67.

შენგელია ტრავმირებულია, აღნიშნულ შეხვედრაში არ უთამაშია, მის არყოფნაში კი, მასპინძლებს ფაბიენ კოსიემ (16 ქულა), მაიკ ჯეიმსმა (13) და იოანის ბურუსისმა (12) ულიდერეს.

მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს, "ანდორა" "ბარსელონას" დაუხვდება, ხოლო "ლაბორალ კუჩა" ასევე დაუმარცხებელ "ვალენსიას" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული