გიორგი შერმადინი "ბარსელონასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინი "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მისმა "ანდორამ" კატალონიელები საკუთარ მოედანზე მიიღო და 66:89 დამარცხდა.

გიორგი სათადარიგო იყო, 11 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მის თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი, 10-10 ქულა ლუკა ბოგდანოვიჩმა და დეშაუნ ჯონსმა ჩააგდეს.

"ბარსადან" ხორვატი ანტე ტომიჩი გამოირჩა, რომელმაც 15 ქულას 8 მოხსნა მიამატა. ამ მაჩვენებლით იგი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

1 მოგებითა და 4 მარცხით შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.

საპირისპიროდ, 4 მოგება და 1 წაგება
აქვს "ბასკონიას", რომელშიც თორნიკე შენგელია გამოდის. ბასკებმა პირველი მარცხი განვლილ უქმეებზე განიცადეს - "ვალენსიასთან" სტუმრად 78:85 დათმეს.

თორნიკეს მუხლის ტრავმა აქვს და თანაგუნდელებს ვერ ეხმარება.

15 ნოემბერს "ანდორა" "სარაგოსას" ეწვევა, "ბასკონია" "მურსიას" მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული