გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდს 17 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა ეს თავის ყოფილ გუნდ "სარაგოსასთან" მოახერხა. გიორგის ამჟამინელი გუნდი "ანდორა" სარაგოსელებს შეხვდა და 80:73 იმარჯვა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინი საერთო სარგებლიანობით მოედანზე მყოფთაგან მხოლოდ თანაგუნდელ ლუკა ბოგდანოვიჩს ჩამორჩა, რომელმაც 35 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

შერმადინის გუნდს 2 მოგება და 4 მარცხი
აქვს და ესპანურ ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ანდორელებს 22 ნოემბერს, შინ "უნიკახასთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული