თორნიკე შენგელია დაბრუნდა: 6 ქულა და გამარჯვება "ბარსელონასთან"

AutoSharing Option
ტრავმის შემდეგ მოედანს საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია დაუბრუნდა.

ქართველი ფორვარდის შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება თავად "ლაბორალ კუჩას" მთავარმა მწვრთნელმა ველომირ პერასოვიჩმა გააკეთა.

შენგელიასთვის ეს სეზონის პირველი მატჩი იყო, რადგან 7 ოქტომბრის შემდეგ თორნიკე მუხლზე მკურნალობდა და ესპანეთის ჩემპიონატი ვიტორიელებმა მის გარეშე დაიწყეს.

შენგელიას დაბრუნება ფეხბედნიერი გამოდგა. ვიტორიელებმა "ბარსელონას" უმასპინძლეს და კატალონიური გრანდი 87:79 დაამარცხეს.

შენგელია მოედანზე 10:24 წუთით გამოჩნდა და 3-დან სამივე ორქულიანი ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ქართველმა ლეგიონერმა 1 მოხსნა მიითვალა.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო დარიუს ადამსი იყო, ფრანგმა
ფაბიენ კოსიემ
კი 16 ქულა მიითვალა.

"ბარსელონაში" 20 ქულით სტრატოს პერპეროღლუ გამოირჩა, ანტე ტომიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

6 მოგებითა და 1 მარცხით შენგელიას გუნდი "ბარსასთან" და "რეალთან" ერთად მე-2-მე-4 ადგილებს იყოფს. მორიგი მატჩი კი 29 ნოემბერს, სტუმრად "სარაგოსასთან" აქვს დაგეგმილი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული