28 წლის ქართველ კალათბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში 2017 წელს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
შერმადინი 2017 წლის ბოლო შეხვედრის წინ ბოიან დუბლიევიჩთან 8 პუნქტით აგებდა, თუმცა გიორგიმ ბოლო მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და მონტენეგროელს 710:707 აჯობა.
"უნიკახას" ქართველმა ლეგიონერმა 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონატში 36 შეხვედრა ჩაატარა და 524 ქულა ჩააგდო. ამ მაჩვენებლით შერმადინმა მესამე ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე კი 563 ქულით "ვალენსიას" მონტენეგროელი ლეგიონერი
შერმადინმა მოხსნებში ასევე მესამე ადგილი დაიკავა. მან 238-ჯერ მოხსნა ბურთი. ამ კომპონენტშიც პირველობა ბოიან დუბლიევიჩს დარჩა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ წოდებას ზედიზედ ოთხი წელი "ბარსელონას" კალათბურთელი ანტე ტომიჩი იღებდა.