გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და გამარჯვება "უნიკახასთან"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორმაგი დუბლი მიითვალა და თავის გუნდ "მორაბანკ ანდორას" ერთ-ერთი ლიდერი, ევროლიგის მონაწილე "უნიკახა" დაამარცხებინა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22:37 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა , 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25-ს უწია და ის ამ შედეგით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. არადა, შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. ანდორელებმა სახელიანი მეტოქე ბოლო წამებზე - 82:79 დაამარცხეს.

შერმადინთან
ერთად "ანდორაში" 17 ქულით დანიელ კლარკი გამოირჩა, დევიდ ნავაროს ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

"უნიკახას" შემადგენლობაში 15 ქულით ნემანია ნედოვიჩი გამოირჩა, რიჩარდ ჰენდრიქსმა და უილიამ ტომასმა კი 12-12 ქულა მიითვალეს.

"ანდორას" 3 მოგება და 4 მარცხი აქვს და 3 გუნდთან ერთად მე-9-მე-12 ადგილებს იყოფს.

მომდევნო შეხვედრა შერმადინის გუნდს 29 ნოემბერს, სტუმრად "მურსიასთან" ელის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული