თორნიკე შენგელია და "ბასკონია" ევროლიგის მატჩში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ტრავმის მოშუშების შემდეგ ევროლიგაზე პირველი თამაში ჩაატარა. მისი "ბასკონია" საბერძნეთს ესტუმრა და პირეოსში "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ითამაშა.

მასპინძლები პირველივე წუთებზე 11:0 დაწინაურდნენ, თუმცა ბასკებმა მალევე გამოასწორეს სიტუაცია და ბოლო წუთებამდე თანაბრად ებრძოდნენ "ოლიმპიელებს". შეხვედრის ბედი ბოლო ორ წუთში გადაწყდა, რომელიც ოდნავ უკეთ ბერძნებმა ჩაატარეს და 59:52 გაიმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ 9 წუთი ითამაშა, თუმცა ამ დროში მეტოქის კალათის მიმართულებით არ უტყორცნია, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"ბასკონიას" შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 16 ქულა ბერძენმა იოანის
ბურუსისმა ჩააგდო, "ოლიმპიაკოსში" კი, ერთის გარდა, ყველას 10-ზე ნაკლები ქულა ჰქონდა. 10 ქულა ვასილის სპანულისმა ჩააგდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული