გიორგი შერმადინის გამარჯვება, 13 ქულა და 8 მოხსნა "გიპუზკოა ბასკეტთან"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "ანდორა მორაბანკმა" გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველი ცენტრის წვლილი მნიშვნელოვანია. ანდორელებმა "გიპუზკოა ბასკეტს" უმასპინძეს და 88:70 სძლიეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და ალბათ მეტ ხანსაც დარჩებოდა მოედანზე, 5 პერსონალურის გამო სათადარიგოებში რომ არ გადაენაცვლა.

შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 12 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად გიორგიმ 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

4 მოგებითა და 5 წაგებით "ანდორა" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
X-XII ადგილებს იყოფს. მე-10 ტურში შერმადინის გუნდი სტუმრად, 13 დეკემბერს, "ესტუდიანტესთან" ითამაშებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული