11:10 21-12-2015
თორნიკე შენგელიას 5 ქულა და გამარჯვება "სევილიასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:38 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვიტორიულ კლუბში საუკეთესო ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი იყო, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
8 მოგებითა და 3 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი სტუმრად, 23 დეკემბერს, აუტსაიდერ "გიპუზკოა ბასკეტთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული