თორნიკე შენგელიას 5 ქულა და გამარჯვება "სევილიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის ჩემპიონატში 2 წაგების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიელებმა "სევილიას" უმასპინძლეს და 16 ქულის სხვაობით - 89:73 სძლიეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:38 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ვიტორიულ კლუბში საუკეთესო ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი იყო, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

8
მოგებითა და 3 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი სტუმრად, 23 დეკემბერს, აუტსაიდერ "გიპუზკოა ბასკეტთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული