გიორგი შერმადინის ეფექტური თამაში და გამარჯვება "გრან კანარიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის "ანდორა მორაბანკი" აღარ ხუმრობს. ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ანდორელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ.

"ანდორას" მორიგი მსხვერპლი საკმაოდ ძლიერი "გრან კანარია" გამოდგა, რომლის დამარცხებაშიც ქართველ ცენტრს დიდი წვლილი მიუძღვის. ანდორელებმა კუნძულელებს 84:77 სძლიეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში - 27 წუთი ითამაშა და მატჩის ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მატჩში უმეტესი - 17 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, შერმადინს 6 მოხსნა
და 1 დაფარება ჰქონდა.

ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და 2 ერთეულით ჩამორჩა თანაგუნდელ ვოიდან სტოიანოვსკის მონაგარს, რომელმაც 31 წუთში 15 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა დევიდ ნავაროს.

"ანდორას" 7 მოგება და 6 მარცხი აქვს, რაც საპლეიოფო ზონაში (8 საუკეთესოში) ადგილის მყარი გარანტიაა. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 3 იანვარს, სტუმრად "მონბუსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული