მონბუსელმა ადამ ვაჩინსკიმ 30 ქულა კი ჩააგდო, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინამდე ბევრი დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 29 ქულასთან ერთად 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 15-დან 12 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინს გვერდში ედგა მაკედონიელი ვოიდან სტოიანოვსკი, რომელმაც 24 ქულა
მატჩის ბედი დამატებით 5-წუთეულში გადაწყდა. მეოთხე პერიოდში ქართველი ცენტრის შეუდარებელი თამაშის წყალობით "ანდორამ" 23:15 იმარჯვა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
7 მოგებითა და ამდენივე მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 10 იანვარს, შერმადინის გუნდი ლიგის წაუგებელ ლიდერ "ვალენსიას" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით