თორნიკე შენგელიას 9 ქულა და გამარჯვება "მანრესსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიულმა "ლაბორალ კუჩამ" ამჯერად სტუმრად, "მანრესსთან" 85:76 იმარჯვა.

ფავორიტად მიჩნეულმა "ლაბორალ კუჩამ" დამაჯერებლად ჩაატარა მთელი მატჩი და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

თორნიკე შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"ლაბორალ კუჩაში" 14 ქულით და 6 მოხსნით უნგრელი ადამ ჰანგა გამოირჩა, 13 ქულა კი ფრანგმა ფაბიენ კოსიემ დააგროვა. დამარცხებულთაგან 20 ქულით
საუკეთესო იყო სერბი დეიან მუსლი.

12 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი მადრიდის "რეალთან" ერთად ისევ მე-3-მე-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი "ლაბორალ კუჩას" სტუმრად ელის. 17 იანვარს ვიტორიელები "ხუვენტუდს" დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული