11:04 11-01-2016
თორნიკე შენგელიას 9 ქულა და გამარჯვება "მანრესსთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ფავორიტად მიჩნეულმა "ლაბორალ კუჩამ" დამაჯერებლად ჩაატარა მთელი მატჩი და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.
თორნიკე შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
"ლაბორალ კუჩაში" 14 ქულით და 6 მოხსნით უნგრელი ადამ ჰანგა გამოირჩა, 13 ქულა კი ფრანგმა ფაბიენ კოსიემ დააგროვა. დამარცხებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო სერბი დეიან მუსლი.
12 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი მადრიდის "რეალთან" ერთად ისევ მე-3-მე-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი "ლაბორალ კუჩას" სტუმრად ელის. 17 იანვარს ვიტორიელები "ხუვენტუდს" დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული