14:14 11-01-2016
გიორგი შერმადინი "ვალენსიასთან" მატჩში 100-პროცენტიანი იყო [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა თანაბარი გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. გიორგი შერმადინი ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა რიგებში. ქართველი კალათბურთელის შედეგიანობის წყალობით "ანდორა" უმეტესად იგებდა, თუმცა საბოლოოდ ვერ გაუძლო წაუგებელი გუნდის ზეწოლას და ბრძოლაში - 78:86 დამარცხდა.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 18:09 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა სროლები 100-პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა: 5-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულას გიორგიმ 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ქართველ ცენტრს ბეტინო გომესთან და შონ ჯონსთან ერთად ანდორელთაგან მარგი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18) დაუგროვდა. ჯონსმა 14 ქულა მიითვალა, გომესმა - 12.
7 მოგებითა და 8 მარცხით "ანდორა" ესპანეთის ჩემპიონატში მე6-მე-9 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურის მატჩს ანდორელები შინ, 16 იანვარს, "სევილიასთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული