12:02 15-02-2016
საუკეთესო გიორგი შერმადინი და დასანანი მარცხი "გრან კანარიასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ანდორელებს ქართველმა კალათბურთელმა ულიდერა, რომელსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
შერმადინი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ სულ რაღაც 18:20 წუთში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (25) დააგროვა.
გიორგიმ ყველა სროლა ჩააგდო. მისმა ოთხივე ორქულიანმა და შვიდივე საჯარიმომ მიზანს მიაღწია. მთლიანობაში შერმადინს 15 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მოუგროვდა.
ანდორელთაგან 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა შონ ჯონსმა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 ერთეული შეადგინა. გამარჯვებულთაგან 17 ქულით საუკეთესო ნიკოლას რიკოტი იყო, ხოლო ტიმ აბრომაიტისმა 11 ქულა მოაგროვა.
ამ წაგებით "ანდორა" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში საპლეიოფო ზონიდან გავიდა. 9 მოგებითა და 11 მარცხით ანდორელები მე-9 ადგილზე არიან. მომდევნო ტური 28 თებერვალს გაიმართება და შერმადინის გუნდი სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული