გიორგი შერმადინის 10 ქულა და 7 მოხსნა "ბილბაოსთან"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ანდორა მორაბანკმა" ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში სტუმრად "ბილბაო ბასკეტთან" წააგო.

ანდორელები წარმატების შანსს ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა გადამწყვეტი შტურმის განხორციელება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 72:83 დამარცხდნენ.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და შედეგიანადაც ითამაშა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედები კოეფიციენტით შერმადინი ანდორელთაგან მხოლოდ ბენიტო გომესს (14 ქულა, 8 მოხსნა) და სტეფან ჰოლტს (14
ქულა) ჩამორჩა.

9 მოგებითა და 12 წაგებით "ანდორა" ცხრილში მე-10 ადგილზეა. მორიგი მატჩი შერმადინის გუნდს 5 მარტს ანდორაში, "ესტუდიანტესთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული